საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 192^1. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები .
2. მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შერჩეული პირი.
3. სავალდებულო მარკირებისას გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. ნომინალის ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
