1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.
2.საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ცვლილების აღრიცხვისა და კონტროლისთვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.
