1.დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს: ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები; გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი; დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია; ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება; ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე; თ) საჩივარი ხელმოუწერელია; ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
