1.საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
1.საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრება, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.
3.საბჭო საჩივარს იხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომაზე იმართება ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც საბჭო უსმენს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში).
4.საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის დღესა და საათს საბჭოს აპარატის წარდგინებით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. ეს ინფორმაცია ელექტრონული მოდულის მეშვეობით ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
5.საბჭოს სხდომას ხსნის, წარმართავს და ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6.საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი.
7.საბჭოს წევრი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრის აცილების საფუძვლის არსებობისას მხარესა და დაინტერესებულ პირს უფლება აქვთ, საბჭოს სხდომის დასრულებამდე წერილობით წარადგინონ შუამდგომლობა საბჭოს წევრის აცილების შესახებ. საბჭოს წევრის აცილების საკითხს მის დაუსწრებლად წყვეტენ საბჭოს სხვა წევრები ხმების უმრავლესობით. საბჭოს სხვა წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საბჭოს წევრი აცილებულად ითვლება.
8.საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი.
9.საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.