1.სამართლებრივი აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი.
2.სამართლებრივი აქტის სახეებია: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.
3.ნორმატიული აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
4.ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.
5.დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. მუხლი 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება) მოქმედებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.
