1.2005 წლის 1 იანვრამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.
2.2005 წლის 1 იანვრამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.
