Статья 30. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები
1. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.
2. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.
3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია). საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
