Статья 25. (ამოღებულია)
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5748 – ვებგვერდი, 15.03.2012წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი 1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის VI თავით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის თაობაზე ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4060-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.454 საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო ქონების შესახებ
