საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმIII,№66,03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5549 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4930 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
Статья 27. (ამოღებულია)
Сравнение изменений· прежняя → действующая редакция
Сравнить редакции
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკების ან სავაჭრო ობიექტების საშუალებით ან მესამე პირის მეშვეობით რეალიზაცია შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე. 3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე. 4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით ქონების სააგენტომ შეიძლება გაანაწილოს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტისათვის, აგრეთვე სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემით. 4 1 . ( ამოღებულია – 05.04.2013, №523 ). 5. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. 6. ( ამოღებულია – 05.04.2013, №523 ) . 7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე მისი რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო ამ მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. 8. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას ამ მოძრავი ქონების განმკარგავ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში. ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმIII,№66,03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5549 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4930 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. [მუხლი 27. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
История этой статьи· 1
Изменения, которые прошла эта статья
Repealed – no current impact.
акт об изменении №6665787
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
