Статья 47^1. თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ნივთის მონათხოვრის საკუთრებაში გადაცემა
1. სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2009 წლის 3 ნოემბრამდე გაფორმებული თხოვების ხელშეკრულებების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულ მოძრავ ნივთებზე მონათხოვრეების მიერ საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2011 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართავენ სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღსა და მუსიკალურ საკრავებზე. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
