Статья 49^2. სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 1 3 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 1 3 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. მუხლი 49 3 . საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (გარდა საპრივატიზებო საფასურის შემცირებისა) თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.
