ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 163^3. აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების)
ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობა უფლებამოსილია ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის ორგანული კანონი №5891 – ვებგვერდი, 24.04.2020წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის ორგანული კანონი №80 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.
