სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ინიციატორია პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი თხოვნით მიმართავს საქართველოს პროკურატურას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საქართველოს პროკურატურა სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით.
3.სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) იმ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლიდან ამონაწერს, რომლითაც ქმედება ითვლება დანაშაულად, ასევე ამონაწერებს საქმეზე მნიშვნელობის მქონე სხვა საკანონმდებლო აქტებიდან; დ) ბრალდებულის არსებობის შემთხვევაში – მის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.
4.ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულებები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
1. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ინიციატორია პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. 3. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) იმ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლიდან ამონაწერს, რომლითაც ქმედება ითვლება დანაშაულად, ასევე ამონაწერებს საქმეზე მნიშვნელობის მქონე სხვა საკანონმდებლო აქტებიდან; დ) ბრალდებულის არსებობის შემთხვევაში – მის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს. 4. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“„ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება აგრეთვეასევე ნივთიერი მტკიცებულებები. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი