საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან 3 თვის განმავლობაში მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების თაობაზე.
2.შუამდგომლობას 3 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
3.განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
4.შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის.
5.განჩინება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6.პროკურორი უფლებამოსილია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი