სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Статья 9. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები.
