საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 თავი IV 1 . პატენტრწმუნებული მუხლი 22 1 . პატენტრწმუნებულის დანიშვნა 1. საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული (არსებობის შემთხვევაში).
2.განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს პატენტრწმუნებული.
3.თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 22 2 . პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია 1. საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.
2.(ამოღებულია - 15.01.2024, №4167) .
3.(ამოღებულია - 15.01.2024, №4167) .
4.(ამოღებულია - 15.01.2024, №4167) .
5.(ამოღებულია - 15.01.2024, №4167) . საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. თავი V. განაცხადის წარდგენა მუხლი 23. განაცხადის წარდგენა 1. განაცხადი საქპატენტს წარედგინება.
2.
