1.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ჩამტარებელი უფლებამოსილია ინსტრუქციით დადგენილი წესით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა ან განმარტების წარდგენა.
2.საქპატენტი იღებს დასაბუთებულ უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანის მიუხედავად, განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არ შეიტანს განაცხადში ცვლილებას ან შესწორებას ან არ წარადგენს განმარტებას.
