საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა. ხარვეზისამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
4.თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ ან ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
5.განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, მისი ექსპერტიზის ჩატარების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების, განხილვის ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის, განაცხადის მასალების გამოქვეყნების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილად ცნობის, აგრეთვე რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
6.თუ განაცხადი უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ეხება, საქპატენტი ამოწმებს მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.