Статья 19^1. სასაქონლო ნიშნის დაყოფა
1. სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან ორზე მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად მათთვის დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა, საქპატენტი სასაქონლო ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
4. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.
5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური გადახდილად და ყველა შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილად მიიჩნევა დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული სასაქონლო ნიშნისთვის.
6. სასაქონლო ნიშნის დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდება თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღები.
7. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნები შეიძლება ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანდეს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სასაქონლო ნიშნების შესახებ
