1.რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის განაცხადს, რომელიც წარდგენილ იქნა აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას, თუ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონელი და ის საქონელი, რომელსაც სასაქონლო ნიშანი ეხება, ერთნაირი ტიპის საქონელია და აღნიშნული სასაქონლო ნიშნის გამოყენებით შეიძლება დაირღვეს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
2.ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიუხედავად, დასაშვებია ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ან/და მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადიც კეთილსინდისიერი განზრახვით, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენამდე იქნა შეტანილი ან რეგისტრირებული.
3.თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას საქპატენტში უკვე შეტანილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი, რომელიც შეიცავს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ან შედგება მისგან, და აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადზე საქმისწარმოება შეჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. თავი IV სახელმწიფო კონტროლი


