Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.
2.თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მისი რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან.
3.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს: ა) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. თავი V. კოლექტიური ნიშანი
1. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული. 2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული. 3. ზიანის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 თავი V.V კოლექტიური ნიშანი
Изменения, которые прошла эта статья
Clarified the effect of cancellation on existing rights and limitations on retroactive application.
акт об изменении №6105085Clarified effective dates for revocation or invalidation of trademark registrations.
акт об изменении №27880Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.