1.განაცხადში ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის დასახელება შემოთავაზებული უნდა იქნეს სელექციონერის მიერ.
2.ცხოველის ჯიშის დასახელება უნდა მიანიშნებდეს ამ ჯიშზე, უნდა იძლეოდეს მისი ადვილად ამოცნობის საშუალებას, უნდა იყოს მოკლე, უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ზოოლოგიური სახეობის სხვა ცხოველის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა იწვევდეს ცხოველის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევას.
