1.სელექციონერს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის „საქპატენტში“ რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შედეგად წარმოექმნება სელექციონერის განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებები.
2.თუ სელექციონერი მოითხოვს, „საქპატენტი“ ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
3.თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში გამოვლენილ და გაუმჯობესებულ იქნა ან გამოყვანილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანასელექციონერად.
