1.საქართველოს საბიუჯეტო სისტემა წარმოადგენს საქართველოს საფინანსო სისტემის ნაწილს, რომელიც ამას გარდა, მოიცავს დამოუკიდებელი იურიდიული და ფიზიკური პირების ფინანსებსაც. ფიზიკური და იურიდიული პირების გადასახადი,გადასახდელი და ჯარიმა ბიუჯეტებში ჩაირიცხება პირველ რიგში და უდავო წესით. დაუშვებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან სახსრების ამოღება კანონით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების,შენატანების და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადამეტებით.
2.ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების ნაწილი შეიძლება შეიცავდეს სუბსიდიებს ცალკეულ იურიდიულ პირზე. ამ ქმედებას არ შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოს საკუთრების უფლების გავრცელება შესაბამისი საწარმოს ან სხვა იურიდიული პირის საკუთრებაზე.
3.ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების ნაწილი შეიძლება შეიცავდეს ინვესტიციებს ახლად შექმნილი ან უკვე მოქმედი საწარმოების კაპიტალში. ამ ინვესტიციების შედეგებს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრების უფლების გავრცელება საწარმოში ჩადებული ინვესტიციების ექვივალენტური კაპიტალის ნაწილზე, რაც გამოიხატება იმით, რომ სახელმწიფო ფლობს მთლიანად ამ ნაწილს ან სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქციებს (წილს).
4.საბიუჯეტო ინვესტიციების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო საკუთრების მართვის უფლება გადაეცემა სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს.
5.სახელმწიფო საკუთრებიდან მიღებული ან ქონების გაყიდვით და იჯარით გაცემით მიღებული შემოსავალი დადგენილი წესით მთლიანად გადაირიცხება ბიუჯეტში ან მიემართება შესაბამისი საწარმოს განვითარებისათვის. კარი III საბიუჯეტო პროცესის საფუძვლები


