„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Статья 26^11. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის: ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული; ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).
2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა); ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
