„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Статья 26^5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა
1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას − სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.
3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.
5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ბუნებაში მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენების მიზნით დასაშვებია სამეცნიერო საბჭოს თანხმობის საფუძველზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
