„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Статья 26^18. სანებართვო მოწმობის ან ნებართვის დაკარგვა ან დაზიანება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები.
2. ნებართვის მფლობელისგან ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს იმპორტის ქვეყანას, ხოლო კომერციული მიზნით საერთაშორისო ვაჭრობის შემთხვევაში − აგრეთვე კონვენციის სამდივნოს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
