საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 198^2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ ამ ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით ან 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გამოიწვევს აღნიშნული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 36 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
