„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Статья 26^21. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი
1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; გ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
