Статья 8. სერტიფიკატის გაცემის წესი
1. სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი.
2. პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს საქართველოში წარმოადგენენ: ა) პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება; ბ) იმპორტიორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის დადებითი რეკომენდაცია.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილი არიან გასცენ ან/და დაამოწმონ ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა, თუ სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
