სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა, როგორც წესი, აღსრულდება ანაზღაურების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია: ა) მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის გადაადგილებასა და დაცვასთან ან დაპატიმრებული პირის დროებით გადაცემასთან; ბ) თარგმანის, სტენოგრამის შედგენასთან ან თარჯიმნის მომსახურებასთან; გ) საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის, პროკურორის, პროკურორის მოადგილის, მდივნის, მდივნის მოადგილის ან/და საერთაშორისო სასამართლოს ორგანოების სხვა პერსონალის მგზავრობასა და დღიურ ანაზღაურებასთან; დ) სასამართლოს თხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის და სპეციალისტის დასკვნის მომზადებასთან; ე) იმ პირის ტრანსპორტირებასთან, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს; ვ) საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულებისთვის საერთაშორისო სასამართლოსთან გამართული თათბირის შემდეგ წარმოშობილი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებასთან; ზ) გადაწყვეტილების აღსრულებასთან.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებას სტატუტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საერთაშორისო სასამართლო.
3.საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ ურთიერთდახმარების მიზნით გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდება.
4.დაპატიმრების შესახებ, უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაპატიმრებული პირის დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.