სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Статья 7. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აუნაზღაურდებათ ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან, ასევე ძირითადი სამუშაოდან მოცდენასთან. გამოძახებულ ექსპერტს დამატებით აუნაზღაურდება ყველა ის ხარჯი და გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საექსპერტო საქმიანობის განხორციელებასთან.
