სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
Всегда актуальная правовая база
1.შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებას შემსყიდველი ორგანიზაცია აწარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2.სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ შესაბამისი ბიუჯეტის (სახელმწიფო, ადგილობრივი) პროექტის შედგენისა და განხილვის წესს.
3.სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დამტკიცების შემდეგ არა უგვიანეს 20 დღის ვადისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმა მტკიცდება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
4.წლის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ მისი დაფინანსება ხდება ერთიანი წყაროდან.
5.მრავალწლიანი შესყიდვების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მოცემული შესყიდვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი ორგანოს ნებართვების მიღების შემდგომ უნდა შეუთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ყოველწლიურად აისახოს შესყიდვების წლიურ გეგმაში.
6.სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვების გამოცდილება; დ) სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება ან მათი წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნილებები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები; ე) ბაზრის გამოკვლევის შედეგები პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით, რათა მოხდეს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა; ვ) შესყიდვების განხორციელების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევის საფუძველი, შესყიდვების პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის, შესასრულებელი სამუშაოს, გასაწევი მომსახურების რაოდენობა ან/და მოცულობა (არსებული მარაგების გათვალისწინებით); თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; ი) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დასადები ხელშეკრულებების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) კონკრეტულ შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
7.სახელმწიფო შესყიდვების გეგმა უნდა შედგეს ამ დებულების № 3 დანართის ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) სახელმწიფო შესყიდვების დაფინანსების წყაროს; ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას შესასყიდი საქონლის, მომსახურების, სამუშაოს დასახელების მიხედვით, როგორც კვარტალების, ასევე საფინანსო წლის განმავლობაში (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების კლასიფიკატორის იმ კონკრეტული მუხლების შესაბამისად, რომლებიც განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სფეროს); გ) შესასყიდი საქონლის, მომსახურების, სამუშაოს რაოდენობას ან/და მოცულობას; დ) შესყიდვის განხორციელების საშუალებას (მეთოდს); ე) შესყიდვის განხორციელების ვადებს; ვ) მრავალწლიანი ან/და წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების დაწყებისა და დამთავრების ვადებს; ზ) მრავალწლიანი ხელშეკრულებებით ან/და წინა წლებში გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებებს მიმდინარე წლისათვის კვარტ ა ლების მიხედვით.
8.სახელმწიფო შესყიდვების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებით განსაზღვრულ აპარატებს, ხოლო სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შესყიდვები ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.