1.სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით. სახელმწიფო მიწის განკარგვაზე მოწყობილი კონკურსის ან აუქციონის დროს საწყისი ფასი (ქირა) არ შეიძლება იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე (ქირაზე) ნაკლები. 1 1 . (ამოღებულია).
2.საქართველოს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსები დგინდება დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივი მახასიათებლების მიხედვით, შემდეგი პარამეტრების საფუძველზე: ა) მოსახლეობის რაოდენობა; ბ) ადმინისტრაციული სტატუსი; გ) სამეურნეო და ფუნქციური პროფილი; დ) სიმაღლე ზღვის დონიდან; ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; ვ) ადგილი განსახლების სისტემაში.
3.ქალაქებში, რაიონებში ზონების გამოყოფა ხდება ტერიტორიის შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურა; ბ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა; გ) სოციალური ინფრასტრუქტურა; დ) კეთილმოწყობა; ე) ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები; ვ) პრესტიჟულობა. სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასი ან ქირა დიფერენცირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსებისა და ტერიტორიული ზონების მიხედვით.
4.სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის (ქირის) გადახდის წესსა და ანგარიშსწორების ვადებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროები.
5.რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოებისა და მყიდველის შეთანხმების საფუძველზე მიწის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, მაგრამ შესყიდვის ფასის სრული დაფარვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
6.კონკურსის ან აუქციონის დროს ფასის გადავადების ან ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობები უნდა განისაზღვროს კონკურსის ან აუქციონის საწყისი პირობების გამოცხადებამდე.
7.შესყიდვის ფასის სრულ გადახდამდე მიწა საკუთრებაში შეიძლება გაიცეს მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოსათვის მიწის გირაოში გადაცემის შემთხვევაში, რითაც მოხდება მიწის შესყიდვის ფასის უზრუნველყოფა. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3426 – სსმI, №25, 13.07.2006წ., მუხ.200 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3528 – სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.248 თავი V. სახელმწიფო მიწის და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა და სარგებლობის უფლების გაუქმება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის

