1.იჯარით აღებული სახელმწიფო მიწით და სხვა ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარის სასარგებლოდ იხდის იჯარის ქირას.
2.მიწის იჯარის ქირა შეიძლება შედგებოდეს მიწის იჯარის ქირისა და იჯარით გაცემული, მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების იჯარის ქირისაგან. მიწისა და ქონების იჯარის ქირა ცალ-ცალკე აღირიცხება იჯარის ხელშეკრულებაში.
3.საიჯარო ქირის ოდენობა დგინდება ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად და განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.
4.საიჯარო ქირის შეცვლის შემთხვევები და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.
5.იჯარის ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისაგან.
6.საიჯარო ქონების აღწერის ოქმის, საიჯარო ნაკვეთების გეგმის შედგენისა და იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯებს მოიჯარე გაიღებს. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198






