„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 32. განსაკუთრებულ შემთხვევებში ნებართვის მოქმედების შეჩერების ან ნებართვის გაუქმების მარეგულირებელი წესი
თუ ნებართვის მოქმედების შეჩერებამ ან ნებართვის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ნებართვის მფლობელს კანონის საფუძველზე შეიძლება მიეცეს უფლება, გარკვეული ვადით გააგრძელოს ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა ნებართვის გამცემის ზედამხედველობით.
