1.ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.
2.ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.ნებართვის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე ნებართვის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ.
4.თუ ნებართვის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება.
5.ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ.
6.ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ნებართვის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ნებართვა − აღდგენილად.
7.ნებართვის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
8.თუ ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 6 თავით დადგენილი წესით განიხილავს.
9.თუ ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.
10.ნებართვის გამცემმა ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.
11.ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 6 თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. მუხლი 34 2 . ნებართვის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის შეჩერების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
