1.მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივი თუ ფიზიკური თვალსაზრისით არასრულფასოვანი ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს პირობებში, რომელბიც უზრუნველყოფს მის ღირსებას, ეხმარება საკუთარი თავის რწმენის ჩანერგვაში და უადვილებს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში.
2.მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ არასრულფასოვანი ბავშვის უფლებას განსაკუთრებულ ზრუნვაზე და ხელს უწყობენ და უზრუნველყოფენ, რესურსების არსებობის შემთხვევაში, ამის უფლების მქონე ბავშვს და მასზე ზრუნვისათვის პასუხისმგებელ პრის იმ დახმარებით, რომლის თაობაზეც შეტანილია თხოვნა და რომელიც შეესაბამება ბავშვის და მისი მშობლების ან ისეთი სხვა პირების მდგომარეობას, რომლებიც ბავშვზე ზრუნვას უზრუნველყოფენ.
3.არასრულფასოვანი ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებების აღიარებით დახმარების აღმოჩენა, ამ მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, უსასყიდლოდ ხდება, მშობლების ან ბავშვზე ზრუნვის უზრუნველმყოფი სხვა პირების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არასრულფასოვანი ბავში უზრუნველყოფილი იქნეს იმით, რომ მისთვის ეფექტიანად ხელმისაწვდომი იყოს განათლების, პროფესიული მომზადების, სამედიცინო მომსახურების, ჯანმრთელობის აღდგენის, შრომითი საქმიანობისათვის მომზადების სფერო და დასვენების საშუალებები იმგვარად, რომ მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების განვითარება, მათ შორის ბავშვის კულტურული და სულიერი განვითარება.
4.მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას პროფილაქტიკური ჯანმრთელობის დაცვის და არასრულფასოვანი ბავშვების სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციური მკურნალობის სფეროში, მათ შორის რეაბილიტაციის, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აგრეთვე იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რათა მონაწილე სახლემწიფებმა გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობანი და ცოდნა და გააფართოონ თავიანთი გამოცდიელბა ამ სფეროში. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების მოტხოვნილებებს.
