1.მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მიღება უნდა ან მიჩნეულია ლტოლვილად საერთაშორისო ან შიდა სამართლის და პროცედურების შესასბამისად, ახლავს ან არ ახლავს მშობლები ან ნებისმიერი სხვა პირი, სათანადო დაცვით და ჰუმანიტარული დახმარებით იმ უფლებათა გამოყენებაში, რომლებიც ჩამოყალიბებულია წინამდებარე კონვენციაში და ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში ან ჰუმანიტარულ დოკუმენტებში, რომელთა მონაწილენიც არიან აღნიშნული სახელმწიფოები.
2.ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, იმ შემთხვევაში, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევენ, ხელს უწყობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა კომპეტენტურ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს ან არასამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გაერთაინებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, ასეთი ბავშვის დაცვაში და მისთვის დახმარების გაწევაში და ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების მოძებნაში, რათა მიიღონ მისი ოჯახში დაბრუნებისათვის საჭირო ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როცა მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები ვე მოიძებნებიან, ამ ბავშვს ისეთივე დაცვას უწევენ, როგორც ნებისმიერ სხვა ბავსს, რომელიც რაღაც მიზეზის გამო მუდმივად ან დროებით მოწყვეტილია თავის ოჯახურ გარემოცვას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით.
