Статья 26. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შემოტანა, გატანა, ტრანზიტი და რეექსპორტი
1. III და IV სიებში მითითებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს.
2. II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. ამ მიზნით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების მიმღებ ორგანიზაციათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე ( გატანამდე ) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3 1 . ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
