Статья 9. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების კვოტები
1. საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილ პრეკურსორებზე სახელმწიფო კვოტებს (საჭიროების შემთხვევაში – კვოტებში ცვლილებების შეტანას) საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.
2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე ფიქსირებული კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ფიქსირებული კვოტები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დასამტკიცებლად წარედგინება გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.
3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტები, საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით, შეიძლება ერთობლივად განსაზღვრონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
