Статья 31. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მკურნალობისათვის
1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ავადმყოფს უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.
2. თუ ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მაშინ ამ სამკურნალო საშუალებებით ავადმყოფის უზრუნველყოფა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
