1.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.
2.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც შეიცავს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა.
3.თუ პირის ექსტრადიცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ხორციელდება, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 34 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია.
5.საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.
6.საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი IV. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა






