Статья 30. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თანდართული სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება (ნასყიდობის, აუქციონის, კონკურსის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის დროს) და მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მხოლოდ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
