ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 114. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონების რეგისტრაცია
1. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის 113-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.
2. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების სარეგისტრაციო მონაცემები, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XV მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა
