1.გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა, რომელიც განისაზღვრება აწონვით, ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად. აკრძალულია ტვირთის მასის განსაზღვრა გაანგარიშებით ან აზომვით, თუ მის დატვირთვას ვაგონის (კონტეინერის) მთლიან ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.
2.ტვირთის მასას დატვირთვისას განსაზღვრავს: ა) რკინიგზა – საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ ის ტვირთავს ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით; ბ) ტვირთგამგზავნი – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
3.ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად ტვირთის მასას, როგორც წესი, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით წონის რკინიგზა და იღებს შესაბამის საფასურს.
4.
