საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 37^2. მგზავრისთვის შეზღუდვების დაწესების დაუშვებლობა
1. დაუშვებელია მგზავრთან დაკავშირებით ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან გათავისუფლება მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებით. მგზავრი ვალდებული არ არის, შეასრულოს ის სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მგზავრის უფლებების შეზღუდვას.
2. სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორს უფლება აქვს, მგზავრს შესთავაზოს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით დადგენილ პირობებზე უფრო ხელსაყრელი სახელშეკრულებო პირობები. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
