საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 210. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №903 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, სექტემბერი, 1986 წ., მუხ.219 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №955 – სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.52 საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2468 – ვებგვერდი, 12.06.2014წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2631 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4100 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები 1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 171 1 მუხლის მე-3−4 1 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178 1 მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
