საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 60^1. უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება
1. სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს.
2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც სააგენტომ უსაფრთხოების ავტორიზაცია მიანიჭა.
3. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. სააგენტო უფლებამოსილია: ა) გასცეს/მიანიჭოს, განაახლოს, შეაჩეროს და გააუქმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და უსაფრთხოების ავტორიზაცია; ბ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად განახორციელოს ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირება, მონიტორინგი და ზედამხედველობა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება.
6. უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
