„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 11. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება
1. (ამოღებულია).
2. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებად არ ითვლება: ა) ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემიტენტები არიან დამფუძნებლები ან მეანაბრეები, აგრეთვე მათი აფილირებული პირები, აქტივების მმართველი კომპანიები, სპეციალიზებული დეპოზიტარები, რომლებთანაც დადებულია შეთანხმება საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ, და მათი აფილირებული პირები; ბ) წარმოებული ფასიანი ქაღალდები; გ) უძრავი ქონების ობიექტები, რომელთა გასხვისებაც აკრძალულია.
4. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება საპენსიო სქემის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ. 174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107
